USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
თბილისის საკრებულოში „ ორი იბერია-ევროპის ორი კარიბჭე“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა
თარიღი:  4065

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში  საერთაშორისო   კონფერენციის   „ ორი იბერია-ევროპის ორი კარიბჭე“  საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  ზურაბ აბაშიძე  ესწრებოდა.

საერთაშორისო კონფერენცია კავკასიური იბერიის და ესპანური იბერიის უძველესი კულტურების შესწავლას ეძღვნებოდა, რომელიც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის პირველი ერთობლივი ღონისძიება იყო.  კონფერენცია ეძღვნება კავკასიური იბერიის და ესპანური იბერიის უძველესი კულტურის შესწავლას.

 ღონისძიებაზე  მოწვეულ სტუმრებს  მისასალმებელი სიტყვით  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ მიმართა.  მისი თქმით,  საერთაშორისო პროგრამების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს, ამ ისტორიულ შენობაში პირველი საერთაშორისო კონფერენციის „ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე“ მონაწილეების მასპინძლობა, რადგან  ეს კონფერენცია არ არის რიგითი სამეცნიერო ღონისძიება - მისი მთავარი მიზანი პირველ რიგში იბერიის ნახევარკუნძულისა და კავკასიის იბერიის უძველესი ხალხების  დაახლოება წარმოადგენს.   კავკასიურ იბერიასა და ესპანურ იბერიას არა მხოლოდ საერთო სახელწოდება, არამედ მსგავსი ისტორიული გამოცდილებაც აერთიანებს. სხვადასხვა პერიოდში რომაული, ბიზანტიური, არაბული თუ ოსმალური იმპერიების წინააღმდეგ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლაში ეს ხალხები თვითმყოფად და კულტურულად დაწინაურებულ ერებად ჩამოყალიბდნენ.

 ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია, რომელიც მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით დაიგეგმა, ხელს შეუწყობს როგორც სამეცნიერო, ისე აკადემიური და  კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენს ქვეყნებს შორის, რასაც ჩვენ გულითადად მივესალმებით“, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა  47 მომხსენებელმა მიიღო, მათ შორის - 23 უცხოელი: ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

 საზეიმო მიღების ფარგლებში  ქართული და ესპანური ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტი, ასევე  ქართული და ესპანური ღვინოების დეგუსტაცია  გაიმართა. 

მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის