USD 2.7095
EUR 3.1582
RUB 3.4290
Tbilisi
ტრამპი ღაზის სამშვიდობო შეთანხმებაზე: ამას 3 000 წელი დასჭირდა
Date:  326

ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველმა მოაწერა ხელი ღაზის სამშვიდობო გეგმას.

ხელმოწერის ცერემონიის დროს, ტრამპმა განაცხადა:

„ამას 3,000 წელი დასჭირდა, გჯერათ? და ის [შეთანხმება] გაძლებს!“

ტრამპის შემდეგ, გეგმას ხელი მოაწერეს ეგვიპტის ლიდერმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა შეთანხმების მნიშვნელობას და მას „მსოფლიოსთვის დაუჯერებელი დღე“ უწოდა.

მისი თქმით, ეს შეთანხმება იმდენად მასშტაბურია, რომ ის მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს, რომლის დაწყების საფრთხეც, ტრამპის აზრით, სწორედ ახლო აღმოსავლეთში არსებობდა.

 
society
ირაკლი კობახიძე -უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი - მაგისტრატურას, სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე

ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი.

„სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო", - განაცხადა პრემიერმა.

ასევე, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე, სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა და იმის შემდეგ არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის.

„კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჩვენი მხრიდან არის იდენტიფიცირებული, ეს არის ის, რომ სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე, სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა და იმის შემდეგ არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის და ამაზე გვაქვს ჩვენი პასუხი ამ კონცეფციაში.

ერთი პრობლება, რაც ასევე უნდა გამოიკვეთოს მეორე გამოწვევის ქვეშ, ეს არის ის, რომ არსებითად გაუმართავია ხარისხის მართვის სისტემა. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ხარისხის უზრუნველყოფაზე უმაღლესი განათლების სისტემაში, ხარისხის მართვაზე და აქ არის უამრავი ხარვეზი. დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს ხარისხის მართვის სისტემა და აქაც გვჭირდება სერიოზული ცვლილებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გამოწვევები არის სერიოზული, რაც გამოწვევები კონკრეტულ პრობლემებზეც აისახება და ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მაგალითად მიგრაციას ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა.

მისივე თქმით, ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება უმაღლესი განათლების სისტემაში.

„ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ეს არსებული მდგომარეობა უმაღლესი განათლების სისტემაში ახალისებს მიგრაციასაც და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ არის უამრავი გამოწვევა, ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, სულ რაღაც რამდენიმე წელში უკვე ხელშესახები და არსებითი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი უმაღლესი განათლების სისტემაში,"- განაცხადა პრემიერმა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way