USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
ტრამპი სოროსზე: ის ციხეში უნდა ჩასვან - ის ცუდი ადამიანია
дата:  242

NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა ჩარლი კირკის მკვლელობაზე, გააკრიტიკა „რადიკალი მემარცხენე ფანატიკოსების ჯგუფი“ და მოუწოდა „დემოკრატიული პარტიის“ დონორის, ჯორჯ სოროსის დაპატიმრებისკენ.

ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა განიკურნება ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყნის „რადიკალური მარცხენა“ ჯგუფი წარმოადგენს დაბრკოლებას შერიგებისთვის.

„ვისურვებდი, რომ ქვეყანა განიკურნოს. მაგრამ საქმე გვაქვს რადიკალ მემარცხენე ფანატიკოსთა ჯგუფთან, რომლებიც არ თამაშობენ სამართლიანად და არც არასდროს თამაშობდნენ“, - აღნიშნა მან.

NBC News-ის კითხვაზე ჯორჯ სოროსის შესახებ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „ციხეში უნდა ჩასვან“.

„ის ცუდი ადამიანია“, - დასძინა ტრამპმა.

Тбилиси
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати