USD 2.6769
EUR 3.1566
RUB 3.4878
Тбилиси
ტრამპმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის განსაიდუმლოების ბრძანება გასცა
дата:  89

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მთავრობას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის განსაიდუმლოება დაავალა.

„ომის მდივანს, შესაბამის დეპარტამენტებსა და უწყებებს დავავალე დაიწყონ სამთავრობო დოკუმენტების მოძიებისა და განსაიდუმლოების პროცესი, რომელიც უცხოპლანეტელებს, არამიწიერ სიცოცხლეს, ამოუცნობ საჰაერო მოვლენებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას ეხება“, - დაწერა ტრამპმა.

მანამდე ტრამპმა მედიასთან საუბრისას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტის კითხვას, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, ტრამპმა უპასუხა, რომ არ იცის.

общество
გიორგი კობერიძე - არსებობს ასეთი ცნება - "ახალი ამბებით გამოფიტვა" (News fatigue), რაც საზოგადოების მხრიდან მოვლენებზე რეაქციის დაქვეითებაში ან ადეკვატური პასუხის სრულ უუნარობაში გამოიხატება
არსებობს ასეთი ცნება - "ახალი ამბებით გამოფიტვა" (News fatigue), რაც საზოგადოების მხრიდან მოვლენებზე რეაქციის დაქვეითებაში ან ადეკვატური პასუხის სრულ უუნარობაში გამოიხატება. ანუ, როცა ყველაფერი შოკისმომგვრელია, შოკისმომგვრელი აღარაფერია. ბოლო 25 წელიწადში მსოფლიომ იმდენი რამ გამოიარა, იმდენი საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაციით დაიბომბა, რომ ახლა ყველაზე მძიმე მოვლენაზეც კი რეაქცია, ხშირ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერით ან მეგობრების ვიწრო წრეში განხილვით შემოიფარგლება. ანუ ეჩვევი ამ ყველაფერს და აღარ გიკივირს.
 
ამის საუკეთესო მაგალითი უკრაინის ომშიც გამოიხატა - აღარავის უკვირს შუა ევროპაში ქვეყნის დედაქალქის დაბომბვა იქნება თუ ბავშვების სიკვდილი. ჩვენთანაც ასე მოხდა. მე კარგად მახსოვს საოკუპაციო ძალები ხალხს რომ იტაცებდნენ ან შუა ქვეყანაში საზღვრებს ავლებდნენ რამხელა რეაქცია ჰქონდა ხალხს ამაზე. ახლა საზოგადოების დიდ ნაწილს შეჩვევად ექცა.
 
და მსოფლიოშიც ასეა. სენსაციონისტებსაც კი აღარ უკვირთ არაფერი და მათაც დაუქვეითდათ რეაქცია: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, მე არ მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენო. ტრამპსაც და რუბიოსაც აქვთ მსგავსი განცხადებები ახლო წარსულში გაკეთებული, თუმცა გუშინ ტრამპმა ობამას ამ სიტყვებს "საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება" უწოდა. ეს არ არის ყველაფერი - მოგვიანებით, რამდენიმე საათის წინ მან განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანს უკვე მისცა ბრძანება, ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს. და რა ხდება ამ დროს? ამ ყველაფერზე საერთაშორისო მედიისა და მოსახლეობის რეაქცია თითქმის ნულს უტოლდება, ან თუ რაიმე საინტერესო გამჟღავნდა, აღფრთოვანებამ, მაქსიმუმ, რამდენიმე დღე გაძლოს.
 
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати