აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის მეტი იარაღის გაგზავნის გეგმა დააანონსა და რუსეთთან მიმართებაში პოზიცია გაამკაცრა.
ტრამპის ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას ჰკითხა, შეძლებდა თუ არა კიევი მოსკოვზე დარტყმას, თუ აშშ მას შორ მანძილზე მოქმედ იარაღს მიაწვდიდა.
უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.
„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ