USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Tbilisi
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა მას შემდეგ, რაც რუსებმა მოითხოვეს უკრაინის ჯარების გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან
Date:  670
“რუსეთმა მოითხოვა უკრაინული ჯარების სრულად გამოყვანა ყველა იმ ოლქიდან, რომლებიც საკუთარ კონსტიტუციაში შეიტანეს- საუბარია ლუჰანსკზე, დონეცკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე, 30-დღიან ზავზე დათანხმებაზე კი უარი თქვეს “— ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
 
 უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების მოთხოვნა უკრაინულმა დელეგაციამ კატეგორიულად უარყო და არ მიიღო, ამის საპასუხოდ კი რუსები ადგნენ და განაცხადეს, რომ შემდეგ ჯერზე უკვე 5 ოლქს მოითხოვენ.
tbilisi
გლდანში მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
გლდანის რაიონის გამგეობამ მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდება.
 
 ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 286 659 ლარი დაიხარჯება.
 
ამასთან, მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
 
სკვერის პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია მოსახლეობას გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ მიაწოდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way