USD 2.7436
EUR 3.0822
RUB 3.4190
Tbilisi
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის N39-ში საგზაო პროექტი განხორციელდა
Date:  80
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის N39-ში საგზაო პროექტი განხორციელდა.
 
გზის საფარი ჭავჭავაძის N39-ში მდებარე ეზოში, დაახლოებით, 3000 კვ.მ ფართობზე განახლდა.
 
საგზაო სამუშაოები, ასევე ჩატარდება ყიფშიძის ქუჩიდან აღნიშნულ მისამართამდე მისასვლელ მონაკვეთზეც, რომლის ფართობი 600 კვ.მეტრს შეადგენს.
 
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
 
პროექტის დაწყებამდე ტერიტორიაზე წყალარინების შიდა ქსელი მოწესრიგდა.
 
ამასთანავე, მისამართზე იწყება სპორტული მოედნისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობაც. პროექტს შპს "ქუალითი" ახორციელებს.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება
ჭოპორტის N7-თან სპორტული მოედანი რეაბილიტირდა.
 
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება.
 
ამჯერად სპორტული მოედანი განახლდა სანზონის დასახლებაში, ჭოპორტის ქუჩის N7-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც 350 კვ.მ ფართობზე ხელოვნური საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ტრიბუნა, მოედანი სპეციალური ბადით გადაიხურა, განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურაც.
 
აღნიშნული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way