USD 2.7440
EUR 3.0464
RUB 3.4087
Тбилиси
ვაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება
дата:  80

ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, განახლებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

განაცხადა დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეაბილიტაცია შეეხება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

„პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები სრულად განახლდება. ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკამდე უკვე განვახორციელეთ და დარჩენილი მონაკვეთი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განახლდება. შეიცვლება წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ხოლო საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც ვიზუალურ გარემოს, ისე სისტემების მდგრადობასა და უსაფრთხოებას. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ქუჩებზე მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები; გზის სავალ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დაიგება ასფალტის საფარი; განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზის იმ მონაკვეთის გაფართოება, რომელიც ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გრძელდება. აღნიშნული გზის სავალ ნაწილს კიდევ ერთი სამოძრაო ზოლი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას, შეამცირებს საცობებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების კომფორტს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, რაზეც დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება
ჭოპორტის N7-თან სპორტული მოედანი რეაბილიტირდა.
 
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება.
 
ამჯერად სპორტული მოედანი განახლდა სანზონის დასახლებაში, ჭოპორტის ქუჩის N7-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც 350 კვ.მ ფართობზე ხელოვნური საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ტრიბუნა, მოედანი სპეციალური ბადით გადაიხურა, განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურაც.
 
აღნიშნული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати