USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
ვლადიმერ პუტინი - ეჭვი არ მეპარება, რუსეთი გაიმარჯვებს
Date:  823

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა ადრე თუ გვიან დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს დაკარგავს, რადგან მისი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან უკრაინა დაკარგავს ამ დასავლურ მიწებს - რაც პოლონეთს ეკუთვნოდა, რაც უნგრეთს, რაც რუმინეთს ეკუთვნოდა - ადრე თუ გვიან, არა ხვალ, შეიძლება ზეგ, ერთი, ორი, 10, 15 წელი, მაგრამ ისტორიულად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ ერთი გარანტი არსებობდა - რუსეთი“, - განაცხადა პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის საზღვაო ფლოტის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე.

მისი მტკიცებით, უკრაინას დასავლეთით მდებარე ტერიტორია საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივნის, იოსებ სტალინის საჩუქარია.

„ყველაფერთან ერთად, არსებობს დასავლეთ უკრაინის ტერიტორია - იოსებ სტალინის საჩუქარი ომის შემდეგ. სტალინმა ეს მიწები უკრაინას საჩუქრად გადასცა, მაგრამ აჩუქა - ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში. როგორც ჩანს, თავშიც არასდროს მოსვლია, რომ შეიძლებოდა დღევანდელი სიტუაცია შექმნილიყო“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაეროს წესდების საფუძველზე ჩამოყალიბდა და ეს წესდება გამარჯვებულმა ქვეყნებმა - საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს.

„გაეროს წესდება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საფუძველია; გარკვეული წესები დამყარდა. შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გაეროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სახელმწიფომ, ამ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ერთ-ერთმა შემქმნელმა (სსრკ) არსებობა შეწყვიტა. ცივი ომის ე.წ. გამარჯვებულებმა - არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ მთელმა კოლექტიურმა დასავლეთმა - მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო. რატომ უნდა სარგებლობდეს რუსეთი, რომელიც აღარ არის საბჭოთა კავშირი, იგივე შეღავათებით, რითაც მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებული ქვეყანა? და ასე დაიწყეს მათ მმართველობა“, - აღნიშნა პუტინმა.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა იუგოსლავიაში მომხდარი მოვლენები და განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები გაეროს წესდებას არანაირად არ შეესაბამებოდა.

„მათ უბრალოდ ჯინი ბოთლიდან გამოუშვეს. უფრო მეტიც, ისინი ჩვენ, მიხეილ გორბაჩოვს, დაგვპირდნენ, რომ ნატო-ს არ გააფართოებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, ერთ გაფართოებას მეორე მოჰყვებოდა. მათ არ აინტერესებდათ ჩვენი პროტესტი, ყველა მათი დაპირება და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები. ისინი განაგრძობდნენ ზეწოლას, ზეწოლას და საბოლოოდ უკრაინამდე მივიდნენ“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი გაიმარჯვებს. „ასე იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი“, - აღნიშნა პუტინმა.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way