ევროკავშირი მზადაა რუსეთს დაუწესოს ახალი სანქციები, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი განალაგებს ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებს ბირთვული ქობინებთ, ბელორუსიის ტერიტორიაზე.
არის თუ არა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მზად გააგრძელოს კონტაქტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან?
ისრაელის დიპლომატიური მისიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ
რას ურჩევს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანი, ემანუელ მაკრონს?
წყარო:Informer Media
ამერიკისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულდა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
ინფორმაციას ადასტურებენ ამერიკელი ჩინოვნიკებიც. დელეგაციები მოლაპარაკებების ადგილს უკვე ტოვებენ.
მოლაპარაკებების მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო. რა შედეგებით დასრულდა შეხვედრა, უცნობია.
ცნობისთვის, აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ირანულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენდა. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, ჯარედ კუშნერი.