USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
გიორგი ფოფხაძე: მსოფლიო წამებში - რა საუბარი შედგა პრეზიდენტს მაკრონს და ზელენსკის შორის
Date:   25119

ფრანგული სამხედრო დახმარება უკრაინას და რა საუბარი შედგა პრეზიდენტს მაკრონს და ზელენსკის შორის

გაიგე მეტი მსოფლიოს შესახებ
- რამდენ დღეში გახდება ფინეთი ნატოს წევრი და როგორ დაარწმუნებს სტოლტენბერგი თურქეთს შვედეთის საკითხზე?
- რა სატელეფონო საუბარი შედგა პრეზიდენტ მაკრონს და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის და რა სამხედრო დახმარებას მიიღებს უკრაინის არმია?
- დააპატიმრებენ თუ არა ფრანგ პოლიტიკოსს და ცნობილ ადვოკატს პოლიციის შეურაცხყოფისთვის და რატომ ითხოვენ ფრანგები პოლიციის სპეცრაზმის "Brav m"-ს გაუქმებას?

 

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way