პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები და რატომ არ აკეთებს კომეტარს ევროკავშირი მომხდარზე?
რუსმა ჰაკერებმა კანადის ენერგოსისტემაში შეაღწიეს. როგორ აფასებს ამ ყველაფერს პრემიერ მინისტრი ტრიუდო?
ევროკავშირის სანქციების მეთერთმეტე პაკეტი. რას უპირებს ევროპული თანამეგობრობა პუტინს?
ალენ დელონის ნახატების კოლექცია აუქციონზე გაიყიდება. რას ამბობს ფრანგული კინოს ლეგენდა?
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.