USD 2.7516
EUR 3.1305
RUB 3.3672
Тбилиси
ინტერვიუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ დავით გურგენიძესთან
дата:   3900

ინტერვიუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ დავით გურგენიძესთან წამყვანი: მანანა ნიკოლაიშვილი

Тбилиси
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

ადგილზე სახანძრო - სამაშველო ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მობილიზებულია პოლიციაც.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.

"112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე... ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული იყო 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა... ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება... 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები" | თქვა სახანძრო-სამაშველოს მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანცმა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати