„მის სამყარო 2022“ 28 წლის ამერიკელი მოდელი არ'ბონი გაბრიელი გახდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, კონკურსში, რომელსაც ნიუ-ორლეანი მასპინძლობდა, 84 მოდელი მონაწილეობდა. მეორე ადგილზე ვენესუელის წარმომადგენელი ამანდა დუდამელი გავიდა, ანდრეინა მარინეზი დომინიკის რესპუბლიკიდან კი მესამე ადგილის მფლობელი გახდა. კონკურსი 71-ჯერ ჩატარდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.