USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Tbilisi
Boston Dynamics-ის რობოტები ახალ წელს გვილოცავენ (ვიდეო)
Date:   8137

კომპანიამ Boston Dynamics საახალწლო ვიდეო გამოუშვა, რომელშიც სხვადასხვა სახეობის 4 რობოტი ჯგუფ The Contours-ის 1962 წლის ჰიტის Do You Love Me თანხლებით ცეკვავენ.

ცეკვას ორი რობოტი Atlas-ი იწყებენ, შემდეგ მათ რობოტი-ძაღლი Spot-ი უერთდებათ, ფინალში კი რობოტი ბორბლებზე Handle.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way