USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Tbilisi
აშშ-მა რამდენიმე რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციები შეაჩერა
Date:  120

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის ზოგიერთი ბანკის მიმართ დაწესებული სანქციები შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები ნაწილობრივ მოიხსნა სამოქალაქო ბირთვული ენერგიის პროექტებში ჩართული ინსტიტუტებისთვის.

უწყებამ გასცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც გარკვეულ რუსულ ბანკებთან ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას 2026 წლის 18 ივნისამდე იძლევა. ეს ტრანზაქციები ეხება პროექტებს, რომლებიც 2024 წლის 21 ნოემბრამდე დაიწყო.

დოკუმენტის თანახმად, იმ ბანკებს შორის, რომლებთანაც ოპერაციები ნებადართულია, არიან : „გაზპრომბანკი“, „სბერბანკი“, „ვითიბი“, „ალფა-ბანკი“, „სოვკომბანკი“, „როსბანკი“, „ზენიტ ბანკი“ და სხვა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია ასევე ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებშიც ზემოაღნიშნული ბანკები ფლობენ აქციების 50%-ს ან მეტს. თუმცა, დაშვებულია მხოლოდ ის ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის მხარდასაჭერად. ყველა სხვა ტრანზაქცია სანქციებს ექვემდებარება.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way