USD 2.6800
EUR 2.8848
RUB 2.9378
Тбилиси
ჩინეთში ჰიდროელექტრო სადგურის კაშხალის ნგრევამ 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
дата:  3327

1975 წელს მოხდა კატასტროფა, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჩინეთში მდინარე ჟუხეზე აგებული კაშხლის (ბანციაო) დანგრევამ უსაშინლესი კატასტროფა გამოიწვია, დაგუბებულმა წყალმა წალეკა ყველაფერი რაც კი წინ დახვდა, ყველაზე საშინელი კი 200 000 ადამიანის დაღუპვა იყო.

კაშხალი მდინარე ჟუხეზე აგებულ იქნა ჩინელების მიერ საბჭოთა კონსულტანტების აქტიური მხარდაჭერით.

სამუშაოები ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში იქნა 1951 წელს დაწყებული, კაშხალი შენდებოდა უმაღლესი ხარისხის საშენი მასალებით და მისი მდგრადობა გათვლილი იყო წყალსაცავში წყლის დონის მომატებაზე და ბუნებრივ კატაკლიზმებზე.

პროექტის ავტორების თქმით კაშხლის ექსპლუატაცია ძალიან დიდ დროზე იყო გათვლილი.

თუმცა კაშხლის აშენების და საბჭოთა სპეციალისტ-კონსულტანტების წასვლის მერე კაშხლის კონსტრუქციაში შეტანილ იქნა მრავლობითი რეკონსტრუქციები, რასაც არ ითვალისწინებდა საბჭოელი კონსულტანტების პროექტი.

კაშხლის კონსტრუქციის რეკონსტრუქციაში თვითნებურმა და არა პროფესიონალურმა ჩარევამ გამოიწვია კაშხლის კონსტრუქციაში ბზარების გაჩენა, რის გამოც სასწრაფოდ იქნა ჩინეთში ჩამოყვანილი საბჭოთა სპეციალისტები.

კატასტროფამდე გაცილებით ადრე ჩენ შინმა, ჩინელმა ჰიდროლოგმა, განჭვრიტა ბანციაოს კაშხალის მწყობრიდან გამოსვლის მაღალი რისკი, თუმცა მას ექსტრემალი მემარჯვენე უწოდეს და ხელისუფლებამ მისი გაფრთხილება არ გაითვალისწინა.

1975 წელს მოხდა წყალდიდობა, რომლის მსგავსი ასაკოვან ჩინელებსაც კი არ ახსოვდათ. მას შემდეგ, რაც მდინარეზე წყლის დონემ კატასტროფულ ნიშნულს გადააჭარბა, საფრთხე შეექმნა კაშხალსაც.

არნახული სიძლიერის წვიმის (1631 მმ დღეში) წყალსაცავში წყლის სიმაღლე კატასტროფულ სიმაღლემდე ავიდა, მდინარე ჟუხეზე იმ დროისათვის რამდენიმე კაშხლის კასკადი იყო, წყლის ნაკადმა და წყალსაცავში წარმოქმნილმა ტაიფუნმა პირველად დაანგრია მოძველებული შიმანტანის კაშხალი, კაშხლის დანგრევა მოხდა ღამის პირველის ნახევარზე.

დანგრეული კაშხლიდან უზარმაზარი წნევით გამოსულმა წყალმა საშინელი დარტყმა მიაყენა ბანციაოს თანამედროვე კაშხალს, რომლის მედეგობა მიწისძვრის შემთხვევაშიც კი მაქსიმალურ ბალზე იყო გათვლილი.

კაშხალმა ვერ გაუძალო საშინელი ძალის დარტყმას და კაშხლის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა, აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს იმავე მდინარეზე დომინოს პრინციპით ღვარცოფმა 62 დამბა გაანადგურა.

ქალაქში და სოფელში ღვარცოფის სიგანემ 10 კილომეტრს მიაღწია. აზვირთებული ტალღების სიმაღლემ 7 მეტრს გადააჭარბა.

მოქალაქეებთან ერთად მასიურად დაიღუპნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც.

26 000 ადამიანი მყისიერად დაიღუპა, წყლის ნიაღვარმა წალეკა ყველაფერი რაც კი წინ დახვდა. დახმარების, კვების და მედიკამენტების გარეშე დარჩენილი ადამიანები წყლის ნიაღვარში იხრჩობოდნენ, კაშხლის დანგრევიდან რამდენიმე დღეში დაღუპულთა რიცხვმა ოფიციალური მონაცემებით 200 000 ადამიანს გადააჭარბა (რამდენიმე ათასი უგზოუკვლოდ დაიკარგა).

მსხვერპლის რაოდენობა ბევრად მეტი იქნებოდა, რომ არა საბჭოთა სპეციალისტების რჩევა-დაებომბათ ჩინურ სამხედრო თვითმფრინავებს გადარჩენილი დამბები, რამაც წყლის ნიაღვარს საშუალება მისცა გაშლილიყო და გამანადგურებელი ძალა დაეკარგა.

ჩინელმა სამხედრო მფრინავებმა წარმატებით გაართვეს თავი დასახულ ამოცანას, და მიყოლებით ააფეთქეს გადარჩენილი დამბები, რამაც წყლის რაოდენობა და გამანადგურებელი მოქმედება მაქსიმალურად შეამცირა მდინარის კალაპოტში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

იმხელა ზარალი მიადგა ორი დღის განმავლობაში ჩინურ ინფრასტრუქტურას, რომ ჩინეთმა 1993 წლამდე ვერ შესძლო სრულად აღედგინა განადგურებული დამბები და რაც მთავარია აღედგინა მდინარეზე უდიდესი ბანციაოს კაშხალი.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა ჩენ შინის მიერ წამოწეული პრობლემისადმი ყურადღების მიქცევით - ის ეწინააღმდეგებოდა ჰიდროელექტროსადგურის მდინარე ხუაიხეზე აგებას, რადგან იგი წარსულში არაერთი წყალდიდობის მიზეზი იყო, თუმცა მეცნიერი ჯერ კიდევ კონსტრუქციის გეგმის შექმნისას ჩამოაშორეს პროექტს და სხვა ქალაქში გადაასახლეს.

спорт
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати