USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
თბილისი
სომხეთის ახალ ეროვნულ ასამბლეას 105 დეპუტატი ეყოლება - მმართველ პარტია „სამოქალაქო კონტრაქტს“ 61 ადგილი ექნება, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს - 28, ბლოკ „სომხეთს“ - 11, პარტიას „აყვავებული სომხეთი“ - 5
თარიღი:  80

სომხეთის ახალ ეროვნულ ასამბლეაში ოთხი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი: პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი, „სომხეთის“ ბლოკი და „აყვავებული სომხეთის პარტია“, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება: „სამოქალაქო „კონტრაქტი - 61 ადგილი, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი - 28 ადგილი, „სომხეთის“ ბლოკი - 11 ადგილი, პარტია „აყვავებული სომხეთს“ - 5 ადგილი.

ოთხი უდიდესი ეროვნული უმცირესობისთვის გამოყოფილი ოთხი ადგილიდან სამი „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიას, ხოლო ერთი „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს ერგო.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის